LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17-23 ოქტომბრის სასიყვარულო ჰოროსკოპი

48

გაიგეთ რა ელოდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში:

ვერძი

თუ მარტო ხართ, ძალიან საინტერესო კვირა გელოდებათ, რადგან გაიცნობთ სექსუალურ ადამიანს, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეა ან გაიცნობთ ისეთ ადამიანს, რომელიც თავისი სულიერი სამყაროთი მოგხიბლავთ. ხოლო, თუ უკვე გყავთ პარტნიორი, იგი სასიამოვნო სიურპიზს მოგიწყობთ.

კურო

თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლე მოხდება, რომელიც აუცილებლად პარტნიოთან ერთად უნდა აღნიშნოთ. ასევე, შესაძლებელია სოლიდური ინვესტიცია განახორციელოთ. ახალ სახლს, მანქანას ან სხვა ძვირადღირებულ ნივთს შეიძენთ.

ტყუპები

ჰარმონიული კვირა გელოდებათ. ისეთი განცდა დაგეუფლებათ, თითქოს თავიდან შეგიყვარდათ პარტნიორი. რეკომენდებულია სერიოზულ ნაბიჯზეც იფიქროთ. ხოლო, თუ ჯერ არავინ გყავთ და ურთიერთობას ახლა იწყებთ, ახალგაცნობილ ადამიანთან მჭიდრო კავშირს დაამყარებთ.

კირჩხიბი

პარტნიორისადმი ძლიერი დამოკიდებულება გაქვთ და ეს ლტოლვა შესაძლებელია, როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური მიმართულებით წარმართოთ. ან სასიამოვნოდ გაატარებთ კვირას, ან კამათი მოგივათ მასთან. ორივე შემთხვევაში გამოსავალს იპოვით.

ლომი

ეს კვირა განსაკუთრებით ნაყოფიერი ლომებისთვის იქნება. თუ მარტო ხართ, ისეთ ადამიანს გაიცნობთ, რომელიც თქვენს გულს ძალიან მალე მოიგებს. იყავით გახსნილი და ამ ახალ გამოცდილებას უარს ნუ ეტყვით. სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით.

ქალწული

დაძაბული კვირა გექნებათ. პარტნიორთან კამათში, მის ისეთ თვისებებს დაინახავთ, რაც არ მოგეწონებათ. თუმცა, ეს წუთიერი აფეთქების შედეგი იქნება და არა რეალურად მისი სახე. სიტუაციის განმუხტვის შემდეგ, მშვიდად გაესაუბრეთ.

სასწორი

ამ კვირაში პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაქვთ მისაღები. თუმცა, მოსალოდნელია, გადაწყვეტილების მიღება კიდევ გადადოთ ცოტახნით. ის საკითხები, რომლებიც დისკომფორტს გიქმნით, უნდა განიხილოთ.

მორიელი
ფრთხილად იყავით სიტყვებთან, რადგან დაუფიქრებელმა ნათქვამმა, შესაძლოა ურთიერთობა დააზარალოს და პარტნიორს გული ატკინოს. ოთხშაბათიდან სიტუაცია დასტაბილურდება და არსებული დაძაბულობა ნელ-ნელა განიმუხტება.

მშვილდოსანი
თავდაჯერებულობა გაგიორმაგდებათ. თუ მარტო ხართ, ყურადღება მიაქციეთ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენი გულის მოგებას ცდილობენ. შესაძლოა, კარგი შანსი ხელიდან გაუშვათ. თუ უკვე გყავთ პარტნიორი, მისგან მეტ დაფასებას და სითბოს იგრძნობთ.

თხის რქა

თქვენი სექსუალური მაგნეტიზმი და სიმამაცე უყურადღებოდ არ დარჩება. ამ კვირას, სექსუალურ ენერგიას მოჭარბებულად იგრძნობთ. თუ უკვე გყავთ პარტნიორი, საოცარ შთაბეჭდილებას დატოვებთ მასზე. ხოლო, თუ მარტო ხართ, ინტიმური კუთხით იმედგაცრუება გელოდებათ.

მერწყული

მერწყულებს საინტერესო კვირა გელით. ადამიანთან, რომელთანაც დიდი ხანია მეგობრობთ, სულ სხვა ქიმიას იგრძნობთ. ნელ-ნელა გაუცნობიერებელ რომანტიკულ იმპულსებს იგრძნობთ და მას სულ სხვა თვალით შეხედავთ. ასევე, მოსალოდნელია ინტერნეტით ადამიანი გაიცნოთ და პაემანზეც წახვიდეთ.

თევზები

პარტნიორი კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ და თქვენს სტატუსს უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს. თუ მარტო ხართ, ამ კვირაში ისეთ ადამიანს გაიცნობთ, რომლისადმი უჩვეულო მიზიდულობას იგრძნობთ. მისგან ელოდეთ ინიციატივას და აუცილებლად აყევით.