LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 აგვისტომდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება

39

უახლოესი დღეების განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსების ცნობით, 17 აგვისტომდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, თუმცა გარკვეულ რაიონებში მოსალოდნელია მცირე, ხანმოკლე წვიმა.

რაც შეეხება ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში ნავარაუდევია 30 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, 17 აგვისტოს, შესაძლოა, ჰაერის ტემპერატურამ 32-33 გრადუსს მიაღწიოს.

მისივე თქმით, 18 აგვისტოდან არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან ელ-ჭექით. ჰაერის ტემპერატურა კი 3-4 გრადუსით დაიკლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები