LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 მაისიდან H&M-ის ტანსაცმელი ქუთაისში შეიკერება

88

17 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილ, მამაკაცისა და ქალის ტანსაცმლის მწარმოებელ ქარხანას, შპს „ემჯიემტექს“, ოფიციალურად გახსნის.

სააგენტოს ”აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, სწორედ 17 მაისიდან საწარმო პირველ შეკვეთას მიიღებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთი ცნობილი ბრენდული კომპანიისგან, როგორიცაა: H&M. 

შპს „ემჯიემტექსი“ წარმოადგენს ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილ საწარმოს. შპს „ემჯიემტექსი“ არის რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის Ottorose შვილობილი კომპანია, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა: „H&M“, „Mango“, „Zara“, „Coast“, „Colveta“, „United Collors of Benneton“, „Oasis“ და სხვა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, უახლესი ტექნოლოგიის საკერავ მანქანა-დანადგარების შეძენა შეძლო. საწარმო ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, კერძოდ უახლესი ტექნოლოგიით დამზადებულ, მაღალხარისხიან პროდუქციას ევროპის ქვეყნებში გაიტანს.

შპს „ემჯიემტექს“ წლიურად 3 300 000 ლარის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს. საწარმომ ამოქმედების პირველ ეტაპზე 130 ადამიანი დაასაქმა, 2 თვეში საწარმო გაეშვება სრული სიმძლავრით, დასაქმებულების რაოდენობა 250-მდე გაიზრდება, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კი დამატებით 400 თანამშრომლის დასაქმებას გეგმავს. რაც შეეხება, ინვესტიციის მოცულობას – საწყის ეტაპზე შეადგენს 1 200 000 ლარს, ხოლო შემდეგ ეტაპზე კომპანია დამატებით 5 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. აღნიშნული საწარმო ქუთაისში, ზ. გამსახურდიას გამზ. #47 არის განთავსებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები