LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით საავტომობილო მოძრაობა იზღუდება

80

17 მაისს დაგეგმილ აქციებთან და ღონისძიებებთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, დღეს, 08:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება პავლე ინგოროყვას და პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩებზე.

დღის განმავლობაში, მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება შემდეგ ქუჩებსა და მოედნებზე: ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე; ასევე, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვარდების მოედანზე, ოპერის, პარლამენტისa და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიებზე.

დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 13:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება: კოსტავას ქუჩაზე – მეტროს სადგურ “რუსთაველამდე”, ვარდების მოედანზე, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე, გალაკტიონის ხიდის მარჯვენა პანდუსზე, რუსთაველის გამზირზე, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირზე ამსვლელ ყველა ქუჩაზე, ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან რუსთაველის გამზირზე ჩამომსვლელ ყველა ქუჩაზე, თავისუფლების მოედანზე, შალვა დადიანის, კოტე აფხაზის, ალექსანდრე პუშკინის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩებზე, ბარათაშვილის ხიდის მარჯვენა და მარცხენა პანდუსებზე, ავლაბრის მოედანსა და მესხიშვილის ქუჩაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები