LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 მაისს თბილისში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება

38

მიმდინარე წლის 17 მაისს თბილისში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

16 მაისს, 21:00 საათიდან გადაიკეტება ვარდების მოედანი. 17 მაისს, 09:30 საათიდან ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობა აიკრძალება – თავისუფლების მოედანზე, ასევე, რუსთაველის გამზირზე და ყველა მის გადამკვეთ ქუჩაზე.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, ავტომანქანები შემოვლითი გზით, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის გავლით, მარჯვენა სანაპიროზე იმოძრავებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები