LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 ოქტომბერს რუსთაველის თეატრში გია ყანჩელის ახალი ნაწარმოების „დედა ენა“ პრემიერა გაიმართება

130

2017 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ხელოვანთა კავშირი კონცეპტ-არტი, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში წარმოგიდგენთ მსოფლიო პრემიერას – გია ყანჩელის ნაწარმოებს „დედა ენა“ ბავშვთა გუნდისა და ორკესტრისათვის.

ამავე კონცერტზე შესრულდება ლეგენდარული კომპოზიტორის ნაწარმოები ორი ვიოლინოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის EX CONTRARIO.

კონცერტში მონაწილეობენ პაველ ვერნიკოვი (ვიოლინო), სვეტლანა მაკაროვა (ვიოლინო), გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებული ბავშვთა გუნდი ნინო წიკლაურის ხელმძღვანელობით და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი. სადირიჟორო პულტთან – ნიკოლოზ რაჭველი.

მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კომპანია „ბადაგონი“, სასტუმრო „ამბასადორი“, ტელეკომპანია „იმედი“, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, მედიაჰოლდინგი „პალიტრა“ და საინფორმაციო ცენტრი 118 08.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები