LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 თებერვალს ანა კალატოზიშვილის გამოფენა იმართება

56

დღეს, 17 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში ანა კალატოზიშვილის გამოფენა იმართება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კონცეპტუალური თემატიკით გაერთიანებული ნამუშევრები. პროექტის ფარგლებში დამთვალიერებელი გაეცნობა თეატრისა და კინოს მხატვარს, რომელიც მრავალფეროვანი ინეტერესებითა და შესაძლებლობებით გამოირჩევა.

ანა კალატოზიშვილი თეატრისა და კინოს მხატვარია. ის სწავლობდა ავსტრიაში, ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტში, ასევე დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის თეატრის ფერწერის ფაკულტეტი. მუშაობდა სპექტაკლებზე საქართველოს თეატრებში, აფორმებდა სპექტაკლებს იტალიასა და  ჰოლანდიაში.  მუშაობდა კინოს კოსტიუმების მხატვრად ოთარ იოსელიანთან (2009 „შანტრაპა“, 2014 „ზამთრის სიმღერა“), მხატვარია ფილმებისა „ცხრა მთას იქეთ“, 2013, „მოირა“ 2014 და სხვ. არის პედაგოგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, კითხულობდა ლექციებს თეატრისა და კინოს ინსტიტუტსა და სამხატვრო აკადემიაში, ასევე მუშაობდა სატელევიზიო გადაცემებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები