LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17-წლამდელთა შესარჩევ ეტაპს საქართველო უმასპინძლებს

118

უეფას შტაბ-ბინაში 2017-18 წლების ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მე-13 ჯგუფში მოხვდა იტალიასთან, ლატვიასა და მონტენეგროსთან ერთად. ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს ელიტ-რაუნდის საგზურს. ტურნირი 2017 წლის 24-30 ოქტომბერს გაიმართება და აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოახერხა მისი მასპინძლობის უფლების მოპოვება.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრების კანდიდატები ამჟამად ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გადიან შეკრებას და 16 და 19 დეკემბერს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ აზერბაიჯანთან.
ასევე გაიმართა 2017-18 წლების ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრა. საქართველოს 19-წლამდე ნაკრები მე-11 ჯგუფში მოხვდა საფრანგეთთან, ბოსნიასა და ანდორასთან ერთად.
ტურნირი 2017 წლის 8-14 ნოემბერს გაიმართება და ბოსნია-ჰერცეგოვინა უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელთა ახლანდელ თაობას ზაფხულში 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ელის, რომელიც საქართველოში გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები