LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა 1 262 809 ამომრჩეველმა მიიღო – ცესკო

32

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 17:00 საათისთვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა 1 262 809 ამომრჩეველმა მიიღო.

როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, 17:00 საათზე საქართველოს მასშტაბით 36.7-იანი აქტივობა დაფიქსირდა.

ცესკო-ს მონაცემებით, ამომრჩევლის ყველაზე მაღალი აქტივობა 53.4% კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება. ყველაზე დაბალი აქტივობა კი ისევ შიდა ქართლშია, სადაც ამომრჩევლის მხოლოდ 31.5%-მა დააფიქსირა თავისი არჩევანი.

რაც შეეხება თბილისს, ცესკო-ს მონაცემებით, დედაქალაქში 17:00 საათზე ამომრჩევლის 34.7%-იანი აქტივობა ფიქსირდება.

ცესკო ამომრჩეველს საარჩევნო უბნებზე მისვლის და ხმის მიცემისკენ მოუწოდებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები