LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

175 კაბრიოლეტი და 4 ლიმუზინი – საქართველოში განბაჟებული ავტომობილების სტატისტიკა

187

სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს საქართველოში 175 ცალი კაბრიოლეტი და 4 ლიმუზინი შემოიყვანეს.

12 დეკემბრის მონაცემებით ქვეყანაში 229 ავტობუსი; 6877 ვენი; 1182 კუპე; 11 794 მაღალი გამავლობის ავტომობილი; 232 პიკაპი; 3572 სატვრითო (მათ შორის სამგზავროც) და 19312 სედანი განაბაჟეს.

ამის შესახებ „ფორტუნას“ ინფორმაცია შსს–დან მიაწოდეს.

ამასთა, 2016 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 33 ელექტროავტომობილი და 4701 ჰიბრიდი განაბაჟეს.

ასევე, გასულ წელს 33 აირზე მომუშავე ავტომობილი, 6303 ცალი ბენზინზე მომუშავე ავტომობილი, 592 ბენზინ–აირზე და 14 701 დიზელზე მომუშავე ავტომობილი განბაჟდა.

საქართველოში 2016 წელს სულ 83 097 ცალი ავტომობილი განბაჟდა. აქედან 32 942 ცალი მარჯვენასაჭიანი და 50 155 ცალი მარცხენასაჭიანია.

ამავე მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ავტომობილის ფერებში ყველაზე პოპულარული რუხი იყო.

იმპორტიორი ქვეყნებიდან ლიდერობს იაპონია 37 501, შემდეგ მოდის აშშ 18 969 ცალი მანქანით და გერმანია 14 910 ცალი ავტომობილით.

თამთა უთურგაშვილი