LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 წლის წინ გატაცებული შვილი მშობლებმა ცოცხალი და ჯანმრთელი იპოვეს

102

კამია მობლი, რომელიც ჯექსონვილის საავადმყოფოდან გაიტაცეს, 18 წლის შემდეგ ცოცხალი და ჯანმრთელი იპოვეს, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ამ ხნის განმავლობაში გატაცებული სხვა სახელითა და გვარით ცხოვრობდა და საკუთარი ნამდვილი ოჯახის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა. გოგონა ფიქრობდა, რომ ის ბიოლოგიურ დედასთან 51 წლის გლორია უილიამსთან ერთად ცხოვრობდა.

უილიამსი დაკავებულია, მას გატაცებაში დასდებენ ბრალს. ჯექსონვილის შერიფის ოფისში განაცხადეს,რომ მობლის არ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ის „ნორმალური, 18 წლის გოგოა“.

ნაპოვნი გოგონას მშობლები ახალ ამბავს ძალიან ემოციურად შეხვდნენ. თუმცა, იმის გამო, რომ მობლი უკვე 18 წლისაა, თავად უნდა გადაწყვიტოს, დაბრუნდება თუ არა ნამდვილ დედასთან და მამასთან.

კამია მობლი საავადმყოფოდან გაჩენიდან 7 საათის შემდეგ გაიტაცეს. გამტაცებელმა დედას თავი მედპერსონალად გააცნო. მან უთხრა, რომ ბავშვს სიცხე ჰქონდა და დახმარება სჭირდებოდა. დედამ ჩვილი ქალს მისცა, ის კი პალატიდან გავიდა და გაუჩინარდა.

შერიფის ოფისში ჰყვებიან, რომ გატაცებულის ძიების პროცესში 2 ათასამდე ცრუ შეტყობინება მიიღეს. საქმის გახსნა კი მხოლოდ ახლახან მოხერხდა, „ტვიტერის“ ანგარიშზე სახელწოდებით „დაკარგული“ ბავშვები შეტყობინება შევიდა. უცნობმა ადამიანებმა გატაცებაში ეჭვმიტანილის ფოტორობოტი გაგზავნეს, შესადარებლად – უილიამსის ფოტოსთან ერთად.

სურათის მიღების შემდეგ კალიფორნიის პოლიციამ დაიწყო გარკვევა, როგორ გააჩინა უილიამსმა შვილი. დოკუმენტებისა და უამრავი ადამიანის დაკითხვის შემდეგ დაინიშნა გენეტიკური ტესტიც, რომელმაც დაადასტურა,რომ გოგონა უილიამსის შვილი არ იყო.

გლორია უილიამსი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები