LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

19 დაღუპული და 16 დაშავებული – უბედური შემთხვევა ნეპალში

146

ტელეკომპანია Doordarshan-ის ინფორმაციით,  ნეპალში მგზავრებით სავსე ავტობუსი მდინარეში გადავარდა. შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა და 16 მძიმედ დაშავდა. ავტობუსი ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში მიემგზავრებოდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა. ავარიის დროს ავტობუსში 40 ადამიანი იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები