LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

19 მარტს ნიჭიერთა ათწლედის კონცერტი გაიმართება

110

ტრადიციულად, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“  2018 წლის საგაზაფხულო საკონცერტო აფიშა,  რომელიც მოიცავს 30-მდე ღონისძიებას თბილისის სხვადასხვა საკონცერტო დარბაზში და   გასვლით კონცერტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

19 მარტს, ორშაბათს, 19:00 საათზე  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, ზაქარია ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედი” და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“  წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს. სპეციალურად ამ კონცერტისათვის შეირჩა „ნიჭიერთა ათწლედის“ სიმებიანი განყოფილების 9-12  კლასის მოსწავლეები, რომლებიც „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად ამზადებენ კამერული მუსიკის საკმაოდ რთულ პროგრამას.

პროგრამაშია:

  • ა. ვივალდის კონცერტები თხზ. 3, N11 და N8
  • ვ. ა. მოცარტის „ლამბახერის სინფონია“  (“Alte Lambacher”) KV 45,
  • ე. ელგარის ინტროდუქცია და ალეგრო (Introduction and Allegro), თხზ. 4
  • გ. ფ. ტელემანის უვერტიურა-სუიტა „ბურლესკა დონ კიხოტი“  TWV 55:G10

აღნიშნული კონცერტით თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ  „საქართველოს სინფონიეტა“  და სამუსიკო სკოლა  „ნიჭიერთა ათწლედი“  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ულოცავს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები