LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

19 წლის გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრები პოლიციამ დააკავა

32

19 წლის გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრები პოლიციამ დააკავა. მათ დღეს ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოსთან საპროტესტო აქცია გამართეს, შემდეგ კი ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლეს, სადაც გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციამ გარდაცვლილის და შორენა ცირგაია, დედა ირინა წურწუმია, ასევე დეიდა და მეზობელი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.

ოთხივე მათგანი ამ დრომდე პოლიციის სამმართველოში რჩება. ჯერჯერობით უცნობია, მათ ხელწერილის საფუძველზე გაუშვებენ, თუ სასამართლო პროცესი გაიმართება.

19 წლის გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას დედის განცხადებით, მისი შვილი ექიმების დაუდევრობის გამო გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები