LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

19 წლის გოგონას მკვლელობისთვის მისი ბიძაშვილი დააკავეს – შს სამინისტროს განცხადება

31

თბილისში, უზნაძის ქუჩაზე 19 წლის გოგონას მკვლელობისთვის  შსს-ს თანამშრომლებმა მისი ბიძაშვილი დააკავეს.

ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ  მომხდარი მკვლელობისთვის 1995 წელს დაბადებული რ.ა. ფოთში დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ივლისს თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში, თავის მამიდაშვილს – 1998 წელს დაბადებულ ა. ხ.-ს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა,” – ნათქვამია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა რ.ა. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. თუმცა, მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით არ სახელდება.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები