LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 კოოპერატივს მთავრობა 25-წლიანი იჯარით სათიბ-საძოვრებს გადასცემს

68

კასპისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში 1 200 ჰექტარზე მეტი სათიბ-საძოვარი 25-წლიანი იჯარით 2 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცემა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მინდა ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხო, ეს არის მაღალამთიან რეგიონებში სათიბ-საძოვრების ოპტიმალური გამოყენების შესახებ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავიწყეთ ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში ითვალისწინებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურ გამოყენებას. ამ პროგრამის მიზანი გახლავთ ის, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესჯდეს და მთიდან მიგრაცია შევაჩეროთ. სწორედ ამ მიზნით დღეს ჩვენ გამოგვაქვს მთავრობის სხდომაზე კასპისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში 1 200 ჰექტარზე მეტი სათიბ-საძოვრის 25 წლიანი იჯარით გადაცემა 2 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე, რომლითაც ისარგებლებს 43 ადგილობრივი ოჯახი, მათ ჰყავთ 400-ზე მეტი სული საქონელი და ეს მოაწესრიგებს ამ საკითხს. ასევე ამ ოჯახებს არ ექნებათ იმის შიში, რომ ეს საძოვრები შეიძლება სხვა მიმართულებით გასხვისდეს და ეს იქნება დამაგრებული კონკრეტულად ამ ორ კოოპერატივზე. ეს პროცესი გაგრძელდება და ასევე იქნება კოოპერაციის წამახალისებელი სოფლის მეურნეობაში, კერძოდ, მეცხოველეობაში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ამ კონტექსტში გაიხსენა წარმატებული მაგალითები, კერძოდ, შვეიცარულ-ქართული კომპანიის „ბლაუნშტაინის“ დადებითი გამოცდილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები