LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 კვირაში თბილისი საახალწლოდ განათდება

368

ახალ წლამდე ერთი თვეა დარჩენილი, დედაალაქში საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, საახალწლოდ 30-მდე ქუჩა განათდება, სადღესასწაულო განათებები თბილისში 15 დეკემბერს ჩაირთვება.

„თითქმის ყველა ცენტრალური ქუჩაზე ჩაირთვება განათებები, ძველი საახალწლო მორთულობა აღდგენილია. რამდენიმე ქუჩაზე: აღმაშენებლისა და გამსახურდიას გამზირებზე, კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის გზაზე დამონტაჟდება ახალი ილუმინაციები.

3 ახალ ქუჩას დაემატა ახალი დიზაინის განათება. სულ 30-მდე ქუჩაზე დამონტაჟდება საახალწლო ილუმინაცია.

ყველა მომსახურება არის ტენდერით შედგენილი, სხვადასხვა მომსახურებაში სხვადასხვა კომპანიებმა გაიმარჯვეს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან საახალწლოდ გამოყოფილია 1.2 მილიონი ლარი“ – განუცხადეს „ფორტუნას“ თბილისის მერიის პრესსამსახურში.

რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებს, როგორც მერიაში აცხადებენ, ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია და ღონისძიებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

როგორ იყო მორთული დედაქალაქი გასულ ახალ წელს :

a46263b

981847831

axali3

saaxalwlokalaki-cr-739x428

გვანცა ბზიავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები