LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 მილიონზე მეტი სტუდენტური საცხოვრებლისთვის – ბათუმში მშენებლობა დაიწყო

49

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტთა ახალი  საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყო.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებლი მომავალი სასწავლო წლისთვის გაიხსნება. ის 200 სტუდენტზე იქნება გათვლილი.

მშენებლობისათვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 2.359 მლნ ლარია გამოყოფილი.

როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, 2018 წლის გაზაფხულზე სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე საუნივერსიტეტო სპორტული კომპლექსისა და სასწავლო კორპუსის მშენებლობაც დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები