LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 აპრილიდან 25 მაისამდე ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე” გაიმართება

162

20 აპრილიდან 25 მაისამდე რიგით მე-12 საერთაშორისო ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე” გაიმართება. როგორც ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ირინა სახამბერიძემ განაცხადა, წლევანდელი ფესტივალი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მე-100 წლისთავსა და უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების 40 წლისთავის საიუბილეო თარიღებს ეძღვნება.

ფესტივალზე სამი საფინალო კონცერტი გაიმართება: 22 მაისს – თბილისში , 24 მაისს – ქუთაისში, ხოლო 25 მაისს ფესტივალი ტრადიციულად საზეიმოდ ბათუმში დაიხურება.

კულტურის სამინისტროს რეგიონული პროგრამების დეპარტამენტის დირექტორის ანა რიაბოშენკოს თქმით, ფესტივალზე იქნებიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი შემსრულებლები.

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია იტალიაში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი მომღერალი იანო თამარ ალიბეგაშვილი, საპატიო მრჩეველი, აშშ-ში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია.

ფესტივალი 20 აპრილს ჯ. კახიძის თბილისის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში გაიხსნება. 23 აპრილს ოპერის თეატრში დაიდგმება ოპერა “ნორმა”(საქართველოში ოპერის პირველი საკონცერტო შესრულება),3 მაისს კონცერტი გაიმართება მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, 23 მაისს – კონსერვატორიის დიდ დარბაზში, 30 აპრილს – თელავში, ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში, 24 მაისს – ქუთაისის ოპერის თეატრში, 25 მაისს – ბათუმში ხელოვნების და მუსიკის ცენტრში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები