LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2:0: გოლდენ სტეიტმა იუტას ისევ მოუგო – ზაზას 2 ქულა

38

ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტმა“ მეორე მატჩიც მოუგო „იუტა ჯაზს“ და დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა. მატჩი წინანდელის ანალოგიური გამოდგა. ოკლენდელები თავიდანვე დაწინაურდნენ და ლიდერობდნენ, თუმცა მებრძოლი იუტელები შანსს ბოლომდე ინარჩუნებდნენ.

საბოლოოდ ყველაფერი მასპინძელთ გამარჯვებით დასრულდა. „გოლდენ სტეიტმა“ მოახერხა კარგად დაწყებული საქმის გამარჯვებამდე მიყვანა და სერიის ორივე საშინაო მატჩი მოიგო, რითც კონფერენციის ფინალალს მიუახლოვდა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთულში იყო, თუმცა მხოლოდ 9 წუთი ითამაშა. ფაჩულიამ ერთადერთი, კევინ დიურანტის პასით, ფარქვეშიდან განხორციელებული სროლა ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით და 2 მოხსნით დაასრულა.

ოკლენდელებს 25 ქულით, 11 მოხსნით და 7 პასით დიურანტმა ულიდერა. 23 ქულა და 7 პასი სტეფ კარიმ მოაგროვა, ხოლო დრეიმონდ გრინმა მასპინძლებს 21 ქულა შესძინა. იუტელთგან 33 ქულით გორდან ჰეივარდი გამოირჩა, სტუმართ ცენტრმა, ფრანგმა რუდი გობერმა კი 37 წუთში 16 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა.

სერია ახლა „იუტას“ მოედანზე გადაინაცვლებს. მორიგი შეხვედრები 7 და 9 მაისს სოლტ ლეიკ სიტიში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები