LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 მიზანი 2020 წლისთვის – აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე პრემიერი სიტყვით გამოვა

98

20 მიზანი 2020 წლისთვის – დღეს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე სამიტი გაიმართება. სამიტი თბილისის დროით 12 საათზე გაიხსნება.

მას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და პროგრამის მონაწილე ექვსი ქვეყნის – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობის წევრები დაესწრებიან. ღონისძიებაზე გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით მიმართავს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის პლენარული სხდომის მონაწილეებს და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრებს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამიტზე განიხილება, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროგრამით გათვალისწინებული რეფორმებისა და პროგრამების იმპლემენტაციის პროცესი, რომელიც, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ძალისხმევით, წარმატებით განხორციელდა, ასევე – აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯები.

სამიტზე პრიორიტეტულად დასახელებულია ოთხი საკითხი: ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი მმართველობა, ძლიერი კავშირები და საზოგადოება.

ამ პრიორიტეტების მიხედვით, განსაზღვრულია 20 ამოცანა, რომელთა შესრულებაც პარტნიორებს 2020 წლამდე მიზნად აქვთ დასახული.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან. გიორგი კვირიკაშვილი სამიტამდე ერთი დღით ადრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები