LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 უცნობი ფაქტი კრისტინა აგილერას შესახებ

341

30 ივლიისბლექ სი არენასგრანდიოზული შოუთი კრისტინა აგილერა გახსნის.  გრემის 6 გზის გამარჯვებული ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი,  მსახიობი და პროდიუსერი ჟურნალმა „Rollin Stone“ ყველა დროის საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა.

ჩვენ შევკრიბეთ ყველასთვის უცნობი, მაგრამ საინტერესო ფაქტები მომღერალზე, რომელსაც ყველაზე ხშირად უიტნი ჰიუსტონსა და მერაია ქერის ადარებენ.

  1. 9 წლის ასაკიდან ცისფერთვალება კრისტინა აგილერა ასევე ცისფერი ფერის, კონტაქტურ ლინზებს ატარებს.
  2. ალბომი Christina Aguilera როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის 200 საუკეთესო ალბომს შორის მოხვდა.
  3. სიმღერაზე  I’m Ok  მუშაობა აგილერასთვის იმდენად ემოციური აღმოჩნდა, რომ ის სტუდიაში მთელი დღე ტიროდა. ესაა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სიმღერა შემსრულებლისთვის, რომელიც ბავშვობის ტკივილთან ასოცირდება.
  4. ცნობილი სიმღერის Genie In A Bottle თავდაპირველი სახელწოდება გახლდათ If You Want To Be With Me.
  5. 2007 წელს გრემის დაჯილდოებაზე კრისტინა აგილერამ შეასრულა ბობი ბრაუნის ლეგენდარული ჰიტი It’s a Man’s Man’s Man’s World და ეს გამოსვლა გრემის ისტორიაში საუკეთესოდ დასახელდა.
  6. ბევრმა არ იცის, რომ სიმღერა What A Girl Wants არის ფრანგული სიმღერის, Ce que je suis-ის ინგლისურენოვანი ვერსია.
  7. კრისტინა აგილერას საყვარელი დიზაინერები არიან Versace, Roberto Cavalli, John Galliano, Marc Jacobs, Alexander McQueen და Stephen Webster.
  8. საყვარელი მომღერლები კი, ეტა ჯეიმსი, უიტნი ჰიუსტონი, ჯანეტ ჯექსონი, მერაია ქერი, და ბილი ჰოლიდეი.
  9. ბავშვობაში აგილერა პოლიციელობასა და ფსიქოლოგობაზე ოცნებობდა.
  10. კრისტინამ საკუთარი სახელობის 5 არომატი გამოუშვა.
  11. კრისტინა ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსია, რომელიც მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან შემსრულებელთა სიაში მოხვდა.
  12. ჟურნალ Maxim-ის გარეკანზე კრისტინა აგილერას ატლასის სტრინგი ეცვა, რომელიც მოგვიანებთ აუქციონზე 1542 დოლარად გაიყიდა.
  13. საკუთარ ქორწილზე მომღერალმა სთხოვა სტუმრებს არ ეჩუქებინათ მისთვის ძვირადღირებული საჩუქრები და ეს თანხა ქარიშხალი „კატრინას“ მიერ დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაერიცხათ.
  14. მე-8 კლასში კრისტინამ სკოლას თავი დაანება და დაჩქარებული ფორმატით დაასრულა.
  15. კრისტინა აგილერას საყვარელი საკვებია ჰამბურგერი და კარტოფილი ფრი.
  16. აგილერა გრემის 6 გზის ლაურიატია.
  17. მომღერალს 5 ტატუ აქვს.
  18. მისი ხმის დიაპაზონი 4 ოქტავას შეადგენს.
  19. აგილერას გატაცებაა კოსტიუმირებული წვეულებების მოწყობა.
  20. მისი ნამდვილი სახელია კრისტინა მარია აგილერა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები