LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული ქმარი ცხელ კვალზე დააკავეს

55

ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობა შსს-მ გახსნა, უწყებაში „ფორტუნას“ განუცხადეს, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. მამაკაცი მკვლელობიდან ძალიან მალე, ცხელ კვალზე დააკავეს.

საქმე 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

ფონიჭალაში ქმარმა 20 წლის მეუღლე მოკლა.  1996 წელს დაბადებული ახალგაზრდა ქალი ქმარმა ყელის არეში, ცივი იარაღით დაჭრა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სავარაუდოდ, მკვლელობა მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები