LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2000 ლარიანი ხელფასი, ბინა და ”მერსედესი” – PSP-ს გამარჯვებულები გამოვლინდა

133

PSP-მ ზამთრის სეზონის წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულები გამოავლინა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, 2000 ლარიანი ხელფასის მფლობელი დუშეთის მკვიდრი ხატია ვარსიმაშვილი გახდა; ახალი GLA კლასის „მერსედესი“ ლანჩხუთელმა ელგუჯა ბურძგლამ მოიგო; კვარიათელ გულთამზე დავითაძეს კი PSP გარემონტებულ ბინას გადასცემს. ბინა „m²-მა“ ააშენა და გამარჯვებულს ცენტრალური გათბობით, სამზარეულოთი და კეთილმოწყობილი აბაზანით ჩაბარდება.

”PSP-მ მოხმარებელს გათამაშებაში ჩართვის უპრეცედენტო პირობა შესთავაზა. ყოველ დახარჯულ 10 ლარზე მომხმარებელი გათამაშების ერთ ბილეთს იღებდა. შესაბამისად, ზამთრის სეზონისათვის გათამაშებაში რეკორდული რაოდენობით ბილეთები დაგროვდა. ჩვენი გათამაშება ყოველთვის მომხმარებლის დიდი ინტერესით გამოირჩეოდა და ასე იყო წელსაც. 2017 წელს პსპ-ს ბარათს 10 წელი უსრულდება და ამ საიუბილეო წელთან დაკავშირებით 2017 წელს საიუბილეო გათამაშება გვექნება. საიუბილეო იქნება ჩვენი პრიზებიც. ბილეთების გაცემა უახლოეს პერიოდში დაიწყება“, – აცხადებენ პსპ-ში.

ცნობისთვის, 2007 წლიდან პსპ-ს წამახალისებელი გათამაშება უკვე 19-ჯერ ჩატარდა. PSP-ს მომხმარებლებმა უკვე მოიგეს 46 ავტომობილი, 8 ბინა თბილისში, 8 ორიათასლარიანი ხელფასი მთელი წლის განმავლობაში. 140 ოჯახს კი PSP-გან ძვირადღირებული საჩუქრები გადაეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები