LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს მოქმედების ვადა გაუვიდათ

99

2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობები გაუქმდა.

თუ მოქალაქემ დღემდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, ავტომობილის მართვა მხოლოდ ახალი მოწმობის აღების შემდეგ შეეძლება.

მართვის მოწმობების შეცვლა ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში ხდება. მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულებაა 15 ლარი.

მსურველებს თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება არ ევალებათ.

შსს-ს მომსახურების სააგენტოს განმარტებით, მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2006 წლამდე, თუმცა განახლებულია 2006 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ და მათი შეცვლა საჭირო არაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები