LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2008 წელს დაღუპული ლევან თეთვაძის დედა ქუჩაში მოწყალებას ითხოვს

37

აკა სინჯიკაშვილი, რომლისგანაც სოცქსელში ბევრი გაჭირვებული ადამიანის შესახებ შეგვიტყვია, კიდევ ერთ ფოტოსა და პოსტს აქვეყნებს და ამჯერად მოხუცებული ქალბატონის პრობლემას გვაცნობს.

„ეს 2008 წელს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული ჯარისკაცის, ლევან თეთვაძის დედაა. წუხელ ვიპოვეთ ქუჩაში. მოწყალებას ითხოვს, რომ სამი ბავშვისთვის საჭმელი და წამლები იყიდოს.  200 ლარს იხდიან რაღაც ოთახში, ისიც უკვე რვა თვეა, ვერ გადაიხადა და შეიძლება, ქუჩაში დარჩნენ. სასწრაფოდ არიან მისახედები და ვუშველოთ რა.

ქვეყნისთვის გაწირული გმირის ოჯახი ქუჩაში მოწყალებას არ უნდა ითხოვდეს, ვისაც რა შეგვიძლია, მივეხმაროთ რა და დღესვე მივალ ისევ ❤ .

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე:

ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი

GE35BG0000000144817300

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ბანკი

GE90TB7603845061100016

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ფეიში მოძებნეთ „ქველმოქმედება“ და შემდეგ პირველივეა „ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს“.

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით“ – აღნიშნულია აკას სტატუსში.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=1574899319205653&set=a.693134240715503.1073741826.100000567999481&type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები