LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2012 წელს სასჯელაღსრულების სისტემის სახით ჯოჯოხეთი ჩავიბარეთ – მამუკა ბახტაძე

35

“2012 წელს სასჯელაღსრულების სისტემის სახით ჯოჯოხეთი ჩავიბარეთ – რეფორმები, რაც ამ სისტემაში განხორციელდა, “ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარია” – განცხადება პარლამენტში, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებთან“ შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა.

პრემიერის შეფასებით, დღევანდელი სასჯელაღსრულების სისტემა თვისობრივად განსხვავებული და ევროპის სტანდარტებთან მიახლოებულია.

“ძალიან ნაკლებად ნახავთ მსოფლიო გამოცდილებას, რომ სასჯელაღსრულების სისტემა ცალკე სამინისტროს სახით იყოს. ჩვენი პოზიციაა, რომ გატარდა წარმატებული რეფორმები. ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი მთავარი დამსახურება. ახლა არის დრო, რომ ვიხელმძღვანელოთ კარგი ევროპული პრაქტიკით,” – განაცხადა ბახტაძემ ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრებთან შეხვედრისას.

მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გაერთიანდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები