LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2013 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო დავალიანებები ჩამოეწერებათ იმ კომპანიებს, რომლების ამის გამო შეჩერდნენ – მამუკა ბახტაძე

75

“ერთ-ერთი პირველი რეფორმა, რაც  უნდა განხორციელდეს, ეს იქნება 2013 წლის პირველ იანვრამდე საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იძულებულები იყვნენ, გაეჩერებინათ ფუნქციონირება ასეთი დავალიანების გამო,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბახტაძემ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გრძელვადიანი გეგმა წარმოადგინა. მამუკა ბახტაძის თქმით, ქვეყნის მომავალი განვითარება დაეფუძნება ძირეულ და ინოვაციურ რეფორმებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ეკონომიკურ მდგომარეობას და თითოეული ადამიანის ცხოვრების დონეს.

მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წამყვანი როლი კერძო სექტორს აქვს და მათთვის საჭიროა ხელსაყრელი პირობების შექმნა.

“ჩვენ გვაქვს კარგი ეკონომიკური ზრდა, თუმცა მას აკლია ინკლუზიურობის კომპონენტი. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომ ჩვენ ეკონომიკურ ზრდას დავუახლოვოთ ამავე დროს ინკლუზიური ზრდის კომპონენტი.  ამ კუთხით, პრიორიტეტია ბიზნეს გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება, რისთვისაც განვახორციელებთ არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას.

“სიღარიბე დაკავშირებულია ძალიან ბევრ ფაქტორთან. მათ შორის, რასაც მე ვუყურებ, იმ უსამართლო წესებს, რაშიც უწევდათ ხშირად მეწარმეებს ფუნქციონირება. აქედან გამომდინარე, ჩვენი შემოთავაზებაა, რომ ერთ-ერთი პირველი რეფორმა, რაც  უნდა განხორციელდეს, ეს იქნება 2013 წლის პირველ იანვრამდე საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იძულებულები იყვნენ, გაეჩერებინათ ფუნქციონირება ასეთი დავალიანების გამო. ამ დავალიანების დიდი ნაწილი წარმოქმნილია 2011-2012 წლებში, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სისტემური მიდგომა, ჩვენი შემოთავაზება არის, რომ ის გავრცელდეს ყველა ორგანიზაციაზე, რომელსაც დაერიცხა დავალიანება და ამის გამო შეწყვიტა ფუნქციონირება და ავიღოთ ამის თარიღად 2013 წლის პირველი იანვარი,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პოპულალურები