LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2013 წლის შემდეგ, საქართველოში ჯილეხით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

84

2013 წლის შემდეგ, საქართველოში ჯილეხით გარდაცვალების  პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჯილეხით 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა 26 აგვისტოს მოხდა.

გარდაცვლილი საქონლის დაკვლის პროცესში დაავადდა. შემთხვევის ადგილზე სპეციალისტები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფექციურ დაავადებათა სამსახურის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის, განცხადებით,  ჯილეხით დაავადებულმა მამაკაცმა სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა. მას ჯილეხის კანის ფორმა ჰქონდა, რაც დაავადებულ ცხოველთან კონტაქტის შედეგად განუვითარდა.

ზახაშვილის თქმით, 2013 წლის შემდეგ გარდაცვალების შემთხვევა პირველად დაფიქსირება. ბოლო რვა თვის მონაცემებით, საქართველოში სულ დაავადების 20 შემთხვევაა გამოვლენილი და ყველა მათგანი კანის ფორმაა. ანალოგიური იყო შემთხვევების რაოდენობა 2016 წელსაც.

ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის ჯილეხით დაავადების შემთხვევები ინტენსიურად კლებულობს. მხოლოდ კანის ფორმა ფიქსირდება, რაც დაავადებული ცხოველის დაკვლის, გატყავების ან ხორცის მომზადების მცდელობისას ხდება. ჯილეხი მძიმე დაავადებაა, რომელიც ზოგჯერ სიკვდილით მთავრდება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი დროულად არ მიმართავს ექიმს და არ დაიწყებს მკურნალობას. დაავადება მკურნალობას ექვემდებარება და განკურნებადია. დაავადებულმა მამაკაცმა გვიან მიმართა ექიმს, რის გამოც პროცესის გენერალიზაცია დაიწყო და პაციენტის სიკვდილი გამოიწვია,“ – განაცხადა ზახაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები