LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2015 წლის საუკეთესო სპექტაკლი „რევიზორი“ გასტროლებზე მიემგზავრება

128

2015 წლის საუკეთესო სპექტაკლი „რევიზორი“ სანქტ-პეტერბურგში იქნება წარმოდგენილი.  6 აპრილს ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის დასს მე-18 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „ბალტიური სახლი“ უმასპინძლებს.  „ბალტიური სახლი“ განთქმული თეატრი-ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ ათობით რუსულ თეატრს საკუთარ სცენაზე აერთიანებს. საქართველოს ფარგლებს გარეთ ეს „რევიზორის“ პირველი გასტროლებია.

თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრისა და თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის მიერ „რევიზორი“ 2015 წლის საუკეთესო სპექტაკლად დასახელდა. ასევე, ავთანდილ ვარსიმაშვილმა მიიღო პრემია საუკეთესო რეჟისურისთვის, ელისო ორჯონიკიძეს გადაეცა პრემია საუკეთესო მუსიკალური გაფორმებითვის, ხოლო აპოლონ კუბლაშვილის ხლესტაკოვის როლის შესრულებისთვის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობად დასახელდა.

„რევიზორი“ ავთანდილ ვარსიმაშვილმა სპექტაკლი ნ.გოგოლის პიესის მიხედვით დადგა. ეს არის ფანტასმაგორია ორ მოქმედებად, რომელიც სრულიად განსხვავდება მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესის კლასიკური ინტერპრეტაციისგან. სპექტაკლის პრემიერა  2015 წლის 29 ოქტომბერს გრიბოედოვის თეატრის 170-წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილე კვიერეულის ფარგლებში გაიმართა.

სპექტაკლში მონაწილეობენ: სლავა ნათენაძე, აპოლონ კუბლაშვილი, ლიუდმილა არტიომოვა-მღებრიშვილი, ნინო კიკაჩეიშვილი, ვასილ გაბაშვილი, ინა ვორობიოვა, ოლეგ მჭედლიშვილი, მიხეილ არჯევანიძე, ივანე ქურასბედიანი, ლაშა გურგენიძე, ზურაბ ჭიპაშვილი, დიმიტრი მერაბიშვილი, დიმიტრი სპორიშევი, მერაბ ქუსიკაშვილი, ანა ნიკოლავა, ნანა დარჩიაშვილი.

გრიბოედოვის თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი სანქტ-პეტერბურგში 4 აპრილს გაემგზავრება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები