LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2016-2017 წლებში საქართველოში 60 ახალი სასტუმრო გაიხსნება

33

2016-2017 წლებში საქართველოში 60 ახალი სასტუმრო გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საუბარია უკვე არსებულ პროექტებზე, რომლებიც დასრულების ეტაპზეა.

”ამ სასტუმროების კონცენტრაცია არის როგორც თბილისში, ასევე ბათუმში და სხვა რეგიონებში. რანჟირების მიხედვით, ეს პროექტები სხვადასხვაა. თუმცა, ჩვენი დაკვირვებით, საქართველოში ყველაზე დიდი მოთხოვნა ევროპული სტანდარტების შესაბამის, 3-ვარსკვლავიან სასტუმროებზეა”, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, ასეთი სასტუმროები საქართველოში შედარებით ნაკლებია, თუმცა მათი საკმაოდ დიდი საჭიროება არსებობს.

”ტრადიციულად, განვითარებად ქვეყნებში სასტუმრო ბიზნესის განვითარება 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებით იწყება, რომლებიც, პირველ ეტაპზე, არა მარტო ტურისტულ მიზნებს ემსახურება, არამედ ბიზნესკონფერენციების და შეხვედრების ადგილია. დღეისათვის, საქართველოში კარგი 3 ვარსკვლავიანი სასტუმროს სეგმენტი, დიდწილად, სასტუმროებად გადაკეთებული ყოფილი კერძო სახლებით არის ჩანაცვლებული. თუმცა, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ კლასის სასტუმროები, რომლებიც ვიზიტორებს თანამედროვე დიზაინს და მინიმალურ, მაგრამ ძალიან აკურატულ სტანდარტებს შესთავაზებს, ძალიან წარმატებული იქნება საქართველოში”, – განმარტა გიორგი ჩოგოვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები