LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2016 წელი ქართული სპორტისთვის წარმატებული გამოდგა

88

2016 წელს შარშანდელთან შედარებით 174 მედლით მეტი მოვიპოვეთ. წელს ჩვენს ანგარიშზეა 844 მედალი, მათ შორის 7 ოლიმპიურია. 2013-დან 2016 წლამდე სპორტში ჩართულობა 300%-ით გაიზარდა და 33 000-დან 110 000-ს მიაღწია – განაცხადა სპორტისა ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

2016

გასული წელი სპორტული მოვლენებით დატვირთული იყო. რიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2016 წელს 7 მედალი მოიპოვა, რითაც მსოფლიოს 207 ქვეყანას შორის საქართველომ 38-ე ადგილი დაიკავა. გვყავს 2 ოლიმპიური ჩემპიონი, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს პრიზიორი. წელს პირველად საქართველომ მოიპოვა ოქრო პარალიმპიურ თამაშებზე და ამით ზვიად გოგოჭური ისტორიაში შევიდა!

წლევანდელი სეზონი წარმატებული იყო. სპორტის ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში, სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში ქართველმა სპორტსმენებმა 2016 წლის მონაცემებით მოიპოვეს 844 მედალი, მათ შორის 291 ოქრო, 250 ვერცხლი და 303 ბრინჯაო. წელს თითქმის 200 მედლით გაუმჯებესდა შარშანდელი მაჩვენებელი.
აღსანიშნავია ისიც, რომ კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური, მორაგბეებმა კი მეცხრედ მოიპოვეს ევროპის ჩემპიონის ტიტული.

საქართველომ მიმდინარე წელს უმასპინძლა 50-მდე საერთაშორისო ღონისძიებას, მათ შორის ევროპისა და მსოფლიოს პირველობებს. აღნიშნულ ღონისძიებებში ჯამში მონაწილეობდა დაახლოებით 10 ათასამდე სპორტსმენი და 2 ათასამდე ოფიციალური პირი.
2017

რაც შეეხება მომავალ წელს. 2017 წელს საქართველო უმასპინძლებს არაერთ საერთაშორისო ტურნირს, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატს რაგბიში ახალგაზრდებს შორის, 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს, მსოფლიო ჩემპიონატს ხელბურთში, ასევე 19 წლამდელებში, ქალ ფრენბურთელთა ევროპის ჩემპიონატს, ევროპის ჩემპიონატს ფარიკაობაში, მსოფლიო თასს ჭადრაკში, თბილისი მეოთხედ უმაპინძლებს გრან-პრის ძიუდოში და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან ტურნირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები