LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2016 წელს საქართველოში 35 997 რეგისტრირებული დანაშაული დაფიქსირდა

36

2016 წელს საქართველოში 35 997 რეგისტრირებული დანაშაული დაფიქსირდა. შსს-ს ინფორმაციით, 35 997 რეგისტრირებული დანაშაულიდან გაიხსნა 20 661, რაც დანაშაულთა 57,4 %-ს შეადგენს.

რაც შეეხება საქართველოში რეგისტრირებულ დანაშაულს ტერიტორიული განაწილების მიხედვით, ოფიციალური ინფორმაციით, დანაშაულთა 40,5 % მოხდა თბილისში, 8,3 % – ქვემო ქართლში, 3,1 % – გურიაში, 10,8 % – აჭარაში, 8,9 % -სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10,5 % – იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 3,2 % – სამცხე-ჯავახეთში, 5,4 % – შიდა ქართლში, 6,5 % – კახეთში, 2,7 % – მცხეთა-მთიანეთში, 0,1 % – აფხაზეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები