LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2016 წელს საქართველოში 4000–ზე მეტი ჰიბრიდი განაბაჟეს

69

2016 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 33 ელექტროავტომობილი და 4701 ჰიბრიდი განაბაჟეს.

ამის შესახებ „ფორტუნას“ ინფორმაცია შსს–დან მიაწოდეს.

ასევე, გასულ წელს 33 აირზე მომუშავე ავტომობილი, 6303 ცალი ბენზინზე მომუშავე ავტომობილი, 592 ბენზინ–აირზე და 14 701 დიზელზე მომუშავე ავტომობილი განბაჟდა.

საქართველოში 2016 წელს სულ 83 097 ცალი ავტომობილი განბაჟდა. აქედან 32 942 ცალი მარჯვენასაჭიანი და 50 155 ცალი მარცხენასაჭიანია.

ამავე მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ავტომობილის ფერებში ყველაზე პოპულარული რუხი იყო.

იმპორტიორი ქვეყნებიდან ლიდერობს იაპონია 37 501, შემდეგ მოდის აშშ 18 969 ცალი მანქანით და გერმანია 14 910 ცალი ავტომობილით.

 

თამთა უთურგაშვილი