LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2016 წლის ივლისიდან პენსია 180 ლარამდე გაიზრდება

132

2016 წლის პირველი ივლისიდან პენსია 180 ლარამდე გაიზრდება,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2012 წელთან შედარებით პენსიები 64%-მდეა გაზრდილი.

„მომავალი, 2016 წლის ბიუჯეტიც სოციალურად ორიენტირებული იქნება. ეს სახსრები განკუთვნილი იქნება პენსიებისა და პედაგოგების საბაზო ხელფასების ზრდისათვის, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ხელშეწყობისა და სხვა ღონისძიებებისათვის. გადავწყვიტეთ, რომ 2016 წლის პირველი ივლისიდან პენსიები გახდეს 180 ლარი. 2012 წელთან შედარებით პენსიები 64%-მდეა გაზრდილი. ასე რომ, ჩვენ 600 მილიონი ლარით მეტს გავცემთ პენსიონერებისთვის,“– განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ასევე მუშაობს საპენსიო რეფორმაზე, რათა საბოლოოდ მოწესრიგდეს ეს სფერო და დაინერგოს პენსიის დაგროვებითი სისტემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები