LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2016 წლის საუკეთესო ფოტოები (I ნაწილი)

158

2016 წელი სპორტული მოვლენებით დატვირთული იყო. ბოლო-ბოლო ოლიმპიადა რად ღირს. თვალი გადავავლოთ სხვადასხვა ტურნირებზე გადაღებულ ულამაზეს ფოტოებს.

 
იანვარი. ოლიმპიური ჩემპიონი ანდრეას ვანკი ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის თავზე მიფრინავს.

 
გაელ მონფისი Australian Open-ზე გადავარდნილი ბურთისთვის გაფრინდა

 
ახალ ზელანდიელი რაგბისტების კლასიკური ჰაკა

 
5 წლის ავღანელი მურტაზ ახმადი თავისი კუმირის, ლეო მესის მაისურით

 
ინგლისელ მაიკლ ბისპინგს ანდერსონ სილვასთან ორთაბრძოლისას გვარიანად მოხვდა, თუმცა გამარჯვება მაინც მას დარჩა

 
ქალთა რაგბი. ვენესუელა ურუგვაის წინააღმდეგ. მარიოლი გომესი ვიქტორია რიოსს ბურთის დათმობას თხოვს

 
დიადი კობი ბრაიანტის ბოლო მატჩი. 13 აპრილს კობინ „იუტას“ 60 ქულა ჩაუგდო

 

ლესტერი – ჩემპიონია! კლაუდიო რანიერი თასით ხელში! წლის (და იქნებ არ მარტო წლის) ულამაზესი ისტორია!

 
გერმანიის თასის ფინალი. „ბაიერნმა“ „ბორუსიას“ პენალტებით აჯობა. ლევანდოვსკი ერთ დროს დორტმუნდელ თანაგუნდელ მარკო როისს ამხნევებს.

 
„როლან გაროსის“ ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი. დიდმა სერბმა საფრანგეთი პირველად დაიპყრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები