LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წელი მოგზაურებისთვის ყველაზე უსაფრთხოდ დასახელდა

99

მსოფლიო ისტორიაში 2017 წელი მოგზაურებისთვის, კომერციული ფრენის მხრივ, ყველაზე უსაფრთხო აღმოჩნდა.

კვლევის შედეგებს BBC აქვეყნებს.

ავიაციის უსაფრთხოების ანგარიშებში ფიქსირდება, რომ 2017 წელს სამგზავრო თვითმფრინავის საჰაერო კატასტროფა არ დაფიქსირებულა. ეს მონაცემები ფიქსირდება იმის მიუხედავად, რომ წელს ისტორიაში ყველაზე მეტი ფრენა შესრულდა.

ანგარიშებში ნათქვამია, რომ ეს შედეგი უსაფრთხოების შესახებ, არაჩვეულებრივი შემთხვევებსა და “ბედის” დამსახურებაცაა.

2017 წელს სულ 10 ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა, რომელის შედეგადაც, 79 ადამიანი დაიღუპა. (2016 წელს 16 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა და 303 ადამიანი გარდაიცვალა.)

ყველაზე სერიოზული შემთხვევა 2017 წლის იანვარში მოხდა, როდესაც თურქიშ კარგოს თვითმფრინავი ყირგიზეთის ერთ-ერთ სოფელში ჩამოვარდა. შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები