LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წელს გვეშველება – ასტროლოგის თქმით, კარგი წელიწადი მოდის!..

89

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში აღნიშნავს, რომ 2017 წელი ბევრად უკეთესი იქნება და უამრავ კარგ სიახლეს მოიტანს.

„კარგი წელი მოდის მეგობრებო, ძალიან კარგი. მამალი მზის მოციქულია, მისი ყივილი წყვდიადის შემდეგ, მზის ამოსვლას და სინათლის დადგომას უკავშირდება. 2017 წელი აუცილებლად მოიტანს უკეთესობისკენ ცვლილებებს, ახალ პერსპექტივებს, გაუმჯობესებას და წარმატებებს. პ.ს ლარსაც ეშველება და ეკონომიკასაც. შესაძლებელია, ახლა ეს უტოპიურად ჟღერს, მაგრამ გწამდეთ უკეთესი მომავლის. ის აუცილებლად დადგება!“

რადიო „ფორტუნა“ სოფიას უფრო მეტის გასაგებად დაუკავშირდა:

სოფია:

მოკლედ რომ ვთქვათ, პროგრესის წელია, ანუ მამალს ყოველთვის მოაქვს გაუმჯობესება, რაღაც რთული პერიოდის საბოლოოდ დასრულება. თავის დროზე მამლის წელში დასრულდა მეორე მსოფლიო ომი…

უფრო თუ დავაკონკრეტებთ, ზოდიაქოს ნიშნებიდან სასწორი, მორიელი, კურო იქნებიან ფავორიტები. ამ ნიშნებს ექნებათ ძალიან კარგი წელი, თუმცა ზოგადად ყველასთვის კარგი წელია. ცოტა რთული იქნება მშვილდოსნებისა და  თხის რქებისთვის.

როგორი წელიწადი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის?

ძირითადად კარგი. დიდი სამხედრო დაპირისპირებები არ იქნება. შეიძლება, იყოს მოკლევადიანი და ძალიან პროდუქტიული. უფრო მეტად პოლიტიკურად და საზოგადოებრივად აქტიური და საინტერესო წელი გველოდება.

ნინო მურღულია

screenshot_6

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები