LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წელს საქართველოში 32 ტონა პრეზერვატივების იმპორტი მოხდა

86

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში პრეზერვატივების იმპორტი გაიზარდა.

სულ გასულ წელს ქვეყანაში $849,000-ის ღირებულების კონტრაცეპტივები შემოვიდა, რაც 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 25%-ით მეტია.

რაც შეეხება ამ პრეზერვატივების წონას, ფინანსთა სამინისტრო მის შესახებაც ფლობს ინფორმაციას. სტატისტიკის მიხედვით, იმპორტირებული პრეზერვატივების (ვულკანიზებული რეზინის კონტრაცეპტივის) საერთო წონამ შეფუთვასთან ერთად 32,000 კილოგრამი შეადგინა.

იმპორტში ლიდერობენ გერმანია – 8 ტონა, ჩინეთი – 6 ტონა და რუსეთი 4.9 ტონა.

ადგილობრივი წარმოების შესახებ დაზუსტებული სტატისტიკა არ მოიძებნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები