LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წელს საქართველოში თამბაქოს მოხმარება 14%-ით შემცირდა

90

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელმა ვერა დე კოსტა ე სილვამ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა განიხილეს.

უწყების ცნობითვე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ასრულებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომლის საფუძველზეც თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთები ბოლო წლებში ეტაპობრივად გაიზარდა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით, საქართველოში 14% არის შემცირებული თამბაქოს მოხმარება (რეალიზებული თამბაქოს რაოდენობა), რაც სრულად შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან.

ასევე სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ქვეყნის შიგნით და ეკონომიკურ საზღვარზე, მიმდინარეობს ღონისძიებები კონტრაბანდული უაქციზო საქონლის უკანონო ბრუნვის გამოვლენა-აღკვეთისა და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები