LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წლის 8 თვეში ტურიზმიდან შემოსავლების 29.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა

19

2017 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს 763 729 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 20.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით,  ტურისტების რაოდენობა 380 895-ს გაუტოლდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

მათივე ცნობით, 2017 წლის 9 თვეში, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 5 822 835 შეადგინა, რაც 19.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ტურისტების რაოდენობა(24 საათი და მეტი) გაიზარდა 28.8%-ით და 2 783 594 შეადგინა.

2017 წლის 9 თვეში მეზობელი ქვეყნების გარდა საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ირანიდან, საუდის არაბეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან და ბელარუსიდან ვიზიტორების რაოდენობის ზრდამ. შესაბამისად, იზრდება ტურისტული ნაკადების დივერსიფიკაციის დონე.

ტურისტების ნაკადების ზრდის პარალელურად მნიშვნელოვნად იზრდება შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. 2017 წლის 8 თვეში ტურიზმიდან შემოსავლების 29.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 1 859.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები