LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წლის ბოლომდე ახალ სატვირთო ავიაკომპანიას შექმნიან

67

მიმდინარე წლის ბოლომდე ყაზახეთში სატვირთო ავიაკომპანიას დააფუძნებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა zakon.kz ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების საკითხებში ვიცე-მინისტრ ალიკ აიდარბაევზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც zakon.kz იუწყება, პროექტს ერთობლივად ყაზახეთის უმსხვილესი ავიაკომპანია Air Astana და ყაზახეთის სახელმწიფო რკინიგზა განახორციელებენ.

”ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს ბევრი ავიაკომპანია, რომლებიც მგზავრების გადაყვანის გარდა, ტვირთვის გადაზიდვაზე მუშაობენ. ამ დრომდე კი ჩვენთან, ყაზახეთში სატვირთო ავიაკომპანია არ არსებობდა. ამიტომ, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ყაზახეთის ეროვნული რკინიგზა ავიაკომპანია Air Astana-თან ერთად კომპანიას შექმნის. ჩვენს გეგმებშია, რომ წლის ბოლომდე შეიქმნას ეს კომპანია და მოვიზიდოთ თუნდაც ორი საჰაერო ხომალდი, რათა საქმე დავიწყოთ“,- აცხადებს ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების საკითხებში ვიცე-მინისტრი.

მისივე თქმით, მომავალში მოსალოდნელია, რომ აღნიშნული კომპანია სატვირთო ბაზარზე ღირსეულ ადგილს დაიკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები