LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსის ბილეთების გაყიდვა იწყება

63

29 ოქტომბრიდან 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის ბილეთების გაყიდვა დაიწყება.

პირველ ეტაპზე 26 ნოემბრის ლაივ კონცერტის ფეხზე დასადგომი ბილეთების (ფასი-5 ლარი) და 25 ნოემბრის გენერალურ რეპეტიციაზე დასასწრები, ასევე ფეხზე დასადგომი ბილეთების (ფასი 3 ლარი) შეძენა იქნება შესაძლებები. დასაჯდომი ბილეთების გაყიდვა დაიწყება მეორე ეტაპზე.

ბილეთები გაიყიდება ელექტრონული სახით tkt.ge-ze და თბილისის საკონცერტო დარბაზის სალაროებში.

26 ნოემბერს საბავშვო ევროვიზია 2017თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და მასში მონაწილეობას 16 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები