LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წლის უძლიერესი, თუმცა ნაკლებად ცნობილი ფილმები

 „ცხოველის კვალი“ (პოლონეთი) – ცხოველთა უფლებებისთვის მებრძოლი ასაკოვანი ქალის ისტორია, რომელიც უამრავ წინააღმდეგობას აწყდება ოთხფეხა მეგობრების დასაცავად.

„მოუსყიდავი“ (ირანი) – პროვინციაში მცხოვრები 35 წლის მამაკაცის ბრძოლა ადგილობრივ ბიუროკრატიულ სისტემასთან, ეტაპობრივად სერიოზულ ომში გადადის.

 „ანა, ჩემო სიყვარულო“ (რუმინეთი) – ბერლინის კინოფესტივალის „ვერცხლის დათვის“ მფლობელი დრამა ოჯახურ წყვილზე, რომელიც სტუდენტობაში დაქორწინებული მრავალი წლის შემდეგ შორდება ერთმანეთს.

„მათ ჯერ მამაჩემი მოკლეს: კამბოჯის ქალიშვილის მოგონება“ (აშშ) – პატარა გოგონას და მისი ოჯახის ისტორია კამბოჯაში წითელი კხმერების ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში.

„იმედის მეორე მხარეს“ (ფინეთი) – კომედიური დრამა სირიელ არალეგალ ემიგრამტზე, რომელიც უკეთესი ცხოვრების პოვნას ფინეთში ცდილობს.

„ბერლინის სინდრომი“ (ავსტრალია) – ავსტრალიელი გოგონას მოგზაურობა ბერლინში, რომელიც სიმპათიური ახალგაზრდა კაცით მოხიბლული მის მახეში ებმება.

„სივიწროვე“ (რუსეთი) – გოგონას ისტორია, რომელიც იძულებულია საკუთარი ბედნიერება ძმის გადარჩენას შესწიროს.

„ანგამალის დღიური“ (ინდოეთი) – სოციალური დრამა კონკურენტ ბანდებს შორის სასტიკ ბრძოლაზე ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.

* „წყლის პერი“ (ჩინეთი) – მამაზე განაწყენებული წარმატებული ავტომრბოლელი, წარსულში ხვდება, სადაც საკუთარ მამას ახალგაზრდობაში ხვდება.

„კვადრატი“ (შვედეთი) – მუდური მუზეუმის კურატორის ისტორია, რომელიც უცნობის მიერ გაძარცული, ღარიბ კვარტალში ცდილობს საკუთარი ნივთების დაბრუნებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები