LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წლის ყველაზე რომანტიკული საშობაო რეკლამა (ვიდეო)

76

ცნობილი ბრენდების, John Lewis-ისა და Penny-ს საშობაო რეკლამების შემდეგ, ზღაპრული საახალწლო ვიდეო Debenhams-მაც გამოუშვა. ბრიტანული უნივერმაღების ქსელი „კონკიას“ ზღაპრის თანამედროვე ინტერპრეტაციას გვთავაზობს. კლიპში ახალგაზდა წყვილის სიყვარულის ისტორიაა გადმოცემული, გაცნობა, გაუჩინარება, მოლოდინი და ნანატრი შეხვედრა ახალი წლის ღამეს. რეკლამა ბრენდის მიერ ფეხსაცმლის ახალი ხაზის გამოშვებასაც გვაუწყებს და კლიპის დასაწყისში ისტორიის გმირი სწორედ იმ ჯადოსნურ ბროლის ფეხსაცმელს კარგავს, რომლითაც „კონკიას“ ისტორია გრძელდება. საინტერესოა, რომ აღნიშნული ფეხსაცმელი ბრენდისთვის წამყვანმა ბრიტანელმა დიზაინერმა ჯენი პეკჰემმა შექმნა.

რეკლამა სრულდება სლოგანით YouShall Find Your Fairytale, ხოლო კლიპის ბოლო კადრში ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ევან მაკგრეგორი ჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები