LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წელს ანაკლიამდე ახალი გზისა და რკინიგზის მშენებლობა უნდა დაიწყოს

132

ანაკლიამდე ახალი გზის და სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 2018 წლის მეორე ნახევარში უნდა დაიწყოს, – ამის შესახებ პირველ არხს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ განუცხადა.

შესაბამისი ვალდებულება სახელმწიფოს ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით აქვს. ალავიძის ინფორმაციით, აქტიურ ფაზაშია შესაბამისი პროექტების შემუშავება.

იგეგმება 18-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა. რკინიგზის ხელმძღვანელი მამუკა ბახტაძე შარშან აცხადებდა, რომ პროექტის ღირებულება 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.

ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ წლის ბოლოს გეგმავს. სამუშაოს პირველი ეტაპი 2020 წელს უნდა დასრულდეს

 

პოპულალურები