LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წელს მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე გამსვლელთა 71 %, თეორიულ გამოცდაზე კი 45 % ჩაიჭრა

89

2018 წლის პირველ ცხრა თვეში მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე 154 143 პირი გავიდა, საიდანაც 108 751 შემთხვევაში მართვის მოწმობის აღების მსურველები ჩაიჭრნენ. შსს-ს მონაცემებით, პრაქტიკულ გამოცდაზე ჩაჭრის მაჩვენებელი 71%-ს შეადგენს.

ამავე პერიოდში თეორიულ გამოცდაზე კი სულ 82 992 გასვლა დაფიქსირდა, საიდანაც 36 941 შემთხვევაში, რაც 45%-ს შეადგენს, შესაბამისმა პირებმა გამოცდის ჩაბარება ვერ შეძლეს.

რაც შეეხება გასულ წელს, 2017 წელს პრაქტიკულ გამოცდაზე 245 053 გასვლა დაფიქსირდა, რომლის 69%-ის (170 176) შემთხვევაში მართვის მოწმობის აღების მსურველი პირები ჩაიჭრნენ. რაც შეეხება თეორიულ გამოცდას, შს სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს გამოცდაზე გასვლის 143 854 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 44%-ის შემთხვევაში (63 195) შესაბამისმა პირებმა მისი ჩაბარება ვერ შეძლეს.

როგორც ცნობილია, ახალი წლიდან მართვის მოწმობის გამოცდები კიდევ უფრო რთულდება. კერძოდ, გამოცდის მოქმედი სისტემით ჩაბარებასთან ერთად, შესაბამის პირებს მისი გავლა ქუჩებში, რეალურ მოძრაობაშიც მოუწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები