LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წელს მეტროს ვაგონებს მოდერნიზაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდებათ

49

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2018 წელს მეტროს ვაგონების რეკონსტრუქაცია-მოდერნიზაციას 14 მილიონი ლარი მოხმარდება.  ფინანსთა სამინისტროს ტრანსფერის სახით გამოყოფილი 60 მილიონი ლარიდან 14 მილიონი სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების მიზნით თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საწესდებო კაპიტალში აისახება.

“მნიშვნელოვანია, რომ ვაგონების მოდერნიზაციის პროექტი განვახორციელოთ. ამით ხელს შევუწყობთ მოქალაქეების კომფორტულად მგზავრობას, მოცდის ინტერვალების შემცირებას, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს დღეს მგზავრებისთვის. დანარჩენი 46 მილიონი ლარი ბიუჯეტში პირდაპირი წესით აისახება და ეს თანხა ორბელიანის მოედნისა და გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციას მოხმარდება. ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია. წინასაარჩევნოდ ეს პროექტები გაჟღერებული გვქონდა და ვიწყებთ ამ პროექტების განხორციელებას მომდევნო წელს”, – განაცხადა კალაძემ.