LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წელს ყაზბეგის, ჯავახეთისა და ალგეთის ეროვნული პარკები გაფართოვდება

480

დღეისათვის, დაცული ტერიტორიების არსებული ფართობი 596 156 ჰექტარს, გეგმარებითი ფართობი კი, 656 398 ჰექტარს შეადგენს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს დაგეგმილია შემდეგი ტერიტორიების გაფართოება:

  • ყაზბეგის ეროვნული პარკი
  • ჯავახეთის ეროვნული პარკი
  •  ალგეთის ეროვნული პარკი

2018 წლის ბოლომდე მომზადდება კანონპროექტები გეგმარებითი დაცული ტერიტორიებისთვის:

  • რაჭის დაცული ტერიტორიები
  • სვანეთის დაცული ტერიტორიები
  • ერუშეთის დაცული ტერიტორიები
  • რიონის დაცული ტერიტორიები
  • სამეგრელოს ეროვნული პარკი
  • გურიაში, პონტოს მუხის აღკვეთილი

    ბიომრავალფეროვნების კუთხით, დაცულ ტერიტორიებზე 2018 წელს იგეგმება შემდეგი
    პროექტების განხორციელება:

  •  ჯიხვების მონიტორინგი
  •  კეთილშობილი ირმების მონიტორინგი
  • ჯეირნის აღდგენა
  •  იმერული მუხის აღდგენა
  •  შავი ზღვის ძუძუმწოვრების მონიტორინგი
  •  კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების წარდგენა UNESCO-ს ბუნებრივი
    მემკვიდრეობის სიაში; 10 ადგილის ნომინირება – 5 დაცულ ტერიტორიაზე, ფართობით: 75 000 ჰექტარი