LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წლამდე თბილისში 18 ახალი შუქნიშანი დამონტაჟდება

95

თბილისის მერიის ცნობით, 2018 წლამდე თბილისში 18 ახალი შუქნიშანი დამონტაჟდება, 7-ს კი რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.

ახალი შუქნიშნები შემდეგ ობიექტებზე დამონტაჟდება: ანაპის 414 დივიზიისა და თბილისის ზღვის ასასვლელის გადაკვეთაზე; მიცკევიჩისა და ტაშკენტის ქუჩების გადაკვეთაზე; ქეთევან წამებულის გამზირისა და აბუსერიძე ტბელის ქუჩის გადაკვეთაზე და ქეთევან წამებულის გამზირისა და მეველეს ქუჩის გადაკვეთაზე.

რაც შეეხება რეკონსტრუქცია ჩაუტარდება შემდეგ შუქნიშნებს: ჯავახიშვილისა და გორკის ქუჩების გადაკვეთა; ჩიქობავას მოედანი; წინამძღვრიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩების გადაკვეთა; გულიას ქუჩისა და მარჯვენა სანაპიროს გადაკვეთა; ჩიტაიასა და მამარდაშვილის ქუჩების გადაკვეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები